კაცობირობა შიდსის საშიშროების წინააღმდე
2.პროექტის მთვარი იდეა
მოსწავლეები გაიგებენ თურა არის შიდსი, როგორ გადაიცემა
შიდსის ვირუსი, ვინ მიეკუთვნება შიდსის მაღლი რისკის ჯგუფებს,
როგორ დავიცვათ თვი შიდსისგან, როგორია შიდსის ეპიდემია
საქ–ში.
3. პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაუფრთხილდებიან თვიანთ თავსაც და სხვა ადამიანებსაც
ამ თემაზე აქტუალური და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით,
ინფორმაციის მიწოდებით, მითითებებით და ა.შ.
4.მიზანი:
ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
5.მოსწავლეთა ასაკი:
14–15. 15– მოსწავლე იღებს მოსწილეობას.
6. პროექტის ხანგრძლივობა:
7.მოსალოდნელი შედეგები:
მოაწყობენ ღონისძიება, გააკეთებენ პრეზენტაციას, ვიდეო და ფოტო მასალებით.მოიწვევენ მედიცინის მუშაკებს მათ გადასცემენ სიტყვას რათ უფრო ნათლად ანახონ და მოასმენეინონ თნათოლებს და აუდიტორიას შიდსის ვირუსის საშისროება და მავნებლობა კაცობრიობის ცხოვრებისათვის. ასევე მოიწვევენ სამართლებრივი ორგანოდან პატრულის თანამშრომლებს, ვიზუალური სანახაობისათვის გააკეტებენ პლაკათებს საცა ასახული იქნება როგორ ამახინჯებს ადამიანის ცხოვრებას მავნე ჩვევები და თვით ადამიანების წინდაუხედაობა და უყურადღებობა.
8. საჭირო რესურსები:
ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატები აუდიო ვიდეო მასალა.
9.პროექტის მსვლელობა:
იწყებენ პრეზენტაციით ანუ სლაიდებს ანახებენ და თან კომენთრებსაც ააკეთებენ თუ რა არის შიდსი?
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ეს ვირუსი უშუალოდ აზიანებს ადამიანის დამცველ, ე. წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოყავს იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით. თანამედროვე კლასიფიკაციით დაავადებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ ტერმინით ''შიდსი'' აღინიშნება დაავადების მხოლოდ ბოლო სტადია, როდესაც გამოიხატება დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები.
შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ექვსივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.
როგორ გადაეცემა შიდსის ვირუსი?
ცნობილია შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა:
· სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური და ორალური);
· ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით (აივ ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას);
· ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზით (მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს).
გახსოვდეთ, შიდსის ვირუსი არ გადაეცემა:
· ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის დაცემინებით ან კოცნით. შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი;
· საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრი, სტადიონი, საცურაო აუზი და სხვ. არ არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა;
· ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.
ვინ მიეკუთვნება შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებს?
შიდსი საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას, მაგრამ საზოგადოების მთელი რიგი ფენები, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გაზრდილი საფრთხის წინაშე დგანან. დღეისათვის საქართველოში აივ ინფექცია ძირითადად ნარკომანიის გზით ვრცელდება, გამოვლენილ ინფიცირებულთა 50% ინტრავენული ნარკომანია.
მაღალი რისკის ჯგუფებს აგრეთვე მიეკუთვნებიან:
· ჰომოსექსუალისტები;
· მეძავები და მათი პარტნიორები;
· ვენერიული სნეულებებით შეპყრობილნი;
· ჰემოფილიით დაავადებულნი და სისხლის რეციპიენტები;
· მოგზაურები და სხვ.
როგორ დავიცვათ თავი შიდსისაგან?
· დაიცავით ოჯახური სიწმინდე და ერთგულება ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორისადმი;
· თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისაგან.
· არ დაუშვათ აივ ინფექციაზე შეუმოწმებელი სისხლისა და მისი პრეპარატების გადასხმა;
· ისარგებლეთ მხოლოთ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცით და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით;
· ორსულმა ქალებმა ჩაიტარეთ გამოკვლევა შიდსის ვირუსზე, რათა თავიდან აიცილოთ ინფიცირებული ბავშვის დაბადება.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია შიბდიროვი
ელ. ფოსტს:nackaSibdirova@gmail.Com
პროექტის ვებგვერდი:nackaSibdirova.blogspot.com
No comments:
Post a Comment