კლუბის შესახებ

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის , ციხისძირრის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა 2013 წლის სექტემბერში გადაწყვიტეს სამოქალაქო განათლების პედაგოგის  რეკომენდაციით სამოქალაქო კლუბის შექმნა. კლუბის კოორდინატორი/მეურვე არის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია შიბდიროვი. დაინტერესებულმა მოსწავლეებმა შეიმუშავეს კლუბის წესდება, კონკურსის წესით აირჩიეს კლუბის სახელი და ლოგო. მოხდა ფუნქციების გადანაწილება .
 ჩვენი მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით გავაფართოვოთ კაცობრიობის წარმოდგენა სოციალურ საკითხებთანა დაკავშირდებით და ასვე მშობლიურ პლანეტაზე, რათა ჩამოუყალიბდეთ სამართლიანი და  თნასწორი ურთიერთობები როგორც საზოგადოების შიგნით  ასევე  ბუნებასთნ.
  კლუბში საქმიანობით მოსწავლეები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სკოლისა და თემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, უკეთესობისაკენ შეცვალონ გარემო, აწარმოონ თანატოლთა საგანმანათლებლო კამპანიებიშეხვდნენ  გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან ერთად განიხილონ  ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიკლუბის მიზანია მოსწავლეთა სამოქალაქო აქტიურობის ფორმირება არასაგაკვეთილო ფორმებით. საქართველოს და უცხო ქვეყნების ხალხთა ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. საჭიროების შემთხვევაში ახდენენ შესაბამის სტრუქტურებში ამა თუ იმ საკითხის შესახებ ადვოკატირებას.

კლუბში მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ასევე ჯანსაღი ცხოვრების გათავისება/დამკვიდრებაში.

No comments: