კლუბის ფორმირება და სტრუქტურული ელემენტები

2014 წლის  სექტემბერში ჩავატარეთ შიდა საკლუბო თანატოლთა ტრენინგი კლუბის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, კლუბში თითოეული წევრის ფუნქციების განსაზღვრას.
შეხვედრაზე განვსაზღვრეთ კლუბის სტრუქტურა (რომელიც შედგება პროგრამების, პროექტებისა და PR კოორდინატორებისაგან) და გადავანაწილეთ თითოეული წევრის ფუნქციები.
განვმარტეთ თითოეული ჯგუფის დანიშნულება, და ვისაუბრეთ მოვალეობებზე.
საბოლოოდ მათ დაურიგეთ ბარათები სათაურითჩემი როლი სასკოლო სამოქალაქო კლუბშისადაც მათ უნდა განესაზღვრათ მათი შესაძლებლობები და მიეთითებინათ თუ რატომ სურდათ აღნიშნულ ჯგუში ჩართვა.
ამ ცდამ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი გამოიღო. კლუბში თითოეულმა წევრმა იცის თავისი ფუნქცია იმ მხრივ, რომ რომ საჭიროების შემთხვევაში სწორად აქვთ გააზრებული თუ, რა მოვალეობა აკისრიათ მათ. მის მერე ყოველი  სასწავლო წლის დასაწყისში იკრიბება კლუბი თავის ახლა წევრბთან ერთდ და იწყება სამუშაო პროცესი, იქმნება წლის სამოქმედო გეგმა და მტელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გეგმის მიხედვით

No comments: