პროექტები

,,დედამიწა შველას ითხოვს"











პროექტისშინაარსიდააქტუალურობა:

XXI საუკუნის ძირითდ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება ეკოლოგიური კრიზისი. აღნიშნული საკითხი მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაშიც . მსოფლიო გლობალური კრიზისის  ფონზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ საკითხს როგორიცაა, ბუნების დაცვა, მასზე ზრუნვა და გაფრთხილება

   

პროექტისსასწავლომიზნები:

პროექტის მიზანი წარმოადგენს სოფლის თემისა და სკოლის საზოგადოების მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლებას. პროექტში ჩართულობა მონაწილეებს შესძენს აქტიური მოქალაქისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, ასევე მოხდება ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევების გამომუშავება. მოსწავლები გააცნობიერებენ ადამიანის როლს ბუნების დაცვაში, აუმაღლდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა.







































 ,,ტოლერანტობა  და ადამიანის უფლებები"




პროექტის მიზანი:

ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობას ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვები შეადგენენ,  სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს,  ქართველ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან ერთად ჩვენს სკოლაში ასევე სწავლობენ სხვა უმცირესობებიც, სომხები, ოსები, რუსები, ასირიელები, მოსწავლეებს შორის სუფევს  მეგობრული ურთიერთობა. აზერბაიჯანელი ბავშვები, ტრადიციებიდან გამომდინარე,  ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან, ისინი სკოლის გარეთ აღარ ურთიერთობენ სხვა მოსწავლეებთნ, რაც ხელს უშლის მოზარდების განვითარებას და ინტეგრაციას სამოქალაქო საზოგადოებაში.
 პროექტის მიზანს წარმოადგენს: სოფელში, თემში, სკოლაში, ქართველი და არაქართველი, მოსწავლეახალგაზრდების დაახლოვება, ტოლერანტული უნარ-ჩვევების განვითარება და ურთიერთ თანამშრომობა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების განსახლების ისტორია, მათი ურთიერთობა ქართველებთან, როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული კუთხით, ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები და სხვა.



პროექტის ფარგლებში ,,ტოლერანტობის“ კვირეული 5 დეკემბერს დაიწყო  საჯარო ,,Talk show”-თი  თემაზე: ,,როგორ ხედავთ ქართველთა და უმცირესობათა მეგობრულ ურთიერთობებს“?
Talk show  ესწრებოდა  როგორც სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე, მშობლები და თემის წარმომადგენლები;
 შეხვედრა წარიმრთა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
 დისკუსიის ბოლოს ნაჩვენები იყო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით გადაღებული სოციალური კლიპი, რომელიც ეხმიანება ტოლერანტობის თემას.
მოსწავლეებმა  მოიძიეს უმცირესობების საქართველოში დასახლების ისტორიები, მათი ტრადიციები, კულტურა, მოეწყო ეროვნული სამოსის გამოფენა, ტრადიციული კერძების გაცნობა. მოეწყო ერთობლივი ექსკურსია, თბილისის ტოლერანტულ უბანში, სადაც მოსწავლეებმა  მოინახულეს  სხვადასხვა აღმსარებლობის სალოცავები(მეჩეთი,  სომხური ეკლესია,სინაგოგა ორტოდოქსული ეკლესია);
სკოლის ეზოში მოეწყო გამწვანების  აქცია და გაშენდა ,,ტოლერანტული სკვერი“. (მარადმწვანე მცენარეების დარგვა).  
პროექტში მონაწილე  მოსწავლეებმა, მოამზადებს  ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო ბუკლეტები ტოლერანტული და არატოლერანტული ქცევის შესახებ და დაარიგეს მოსწავლეებში, პედაგოგებში, სოფლის თემში.
 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყო პერფორმანსი ,, მიესალმე შენ ენაზე"(სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები ეროვნული ტანსაცმლის ფორმაში მოსწავლეებს ესალმებოდნენ თავიანთ ენაზე). ეს აქტივობები გაიწერა მთელი კვირის განმავლობაში.



















































2018 წლის ოქტომბერი


პროექტის შინაარსი და აქტუალურობა

იმიტირებული არჩევნები მოსწავლეებისთვის

        ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის მეტად 

მნიშვნელოვანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების 

არსებობა.ამიტომ, როდესაც  ჩვენს ქვეყანაში მომავალი 

თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების

 მშენებლობაზე ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა, ამ 

საზოგადოებისათვის სათანადოდ მომზადებული  და 

ინფორმირებული, ღირსეული, მოქალაქეების აღზრდას 

ვგულისხმობთ.
    მოზარდის ფორმირების პროცესი (ოჯახთან ერთად)

 თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად 
სკოლაში მიმდინარეობს. მოსწავლე სკოლაში თეორიულად სწავლობს დემოკრატიის პრინციპებს, 
პოლიტიკური მმართველობის განხორციელების ფორმებს, მოქალაქის უფლება-მოვალეობებს... ვფიქრობ, 
მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი საჭიროებაა ამ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, 
მაგალითისათვის მოვიყვან სასკოლო 

სახელმძღვანელოდან თემას - არჩევნები. მიმაჩნია,რომ 

პოლიტიკური 
ცნობიერება და განათლება, ახალგაზრდობის 

მომზადება  არჩევნებში მონაწილეობისთვის 

ქვეყნისათვის პრიორიტეტული საკითხია და 

აუცილებელი პირობაა ამ მიმართულებით მოსწავლეები 
კარგად გაეცნონ საარჩევნო კულტურას,  მასთან

 დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზას, შეძლონ საარჩევნო
 სუბიექტებისა და პარტიების პროგრამებში პრიორიტეტების გამოკვეთა და არჩევნების დროს  
გააზრებული გადაწყვეტილების მიღება.
     სამწუხაროდ,  აღნიშნული საკითხის საფუძვლიანად

 შესწავლას ეროვნული სასწავლო გეგმით 

გათვალისწინებული საათები არ იძლევა, ამიტომ 

გადავწყვიტე ფორმალური და არაფორმალური 

განათლების გზით ავამაღლო მოსწავლეებში სამოქალაქო 

ცნობიერება საარჩევნო კულტურის კუთხით. 

ხმის მიცემა ხდება მხოლოდ რამდენიმე 

შეცვლილი პირობით, მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს „ნამდვილ არჩევნებამდე“ 7-9 დღის 

განმავლობაში . პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლამდე ყველა ეროვნების 

ბავშვებსა და ახალგაზრდებს.


  პროექტში მონაწილეობა იღებდა სამოაქალაქო 

განათლების კლუბ,,სუფთა მწვანე“ -ს მეურვე და

 სკოლის მოსწავლეები: მოხალისეობის პრინციპით დაწყებითი 

საფეხურიდან და ძირითადი სამიზნე ჯგუფი 
,,მოზარდი 

ამომრჩევლები“ საბაზო და საშუალო 

საფეხურიდან. 2018 წელი საქართველოში იყო საპრეზიდენტო  არჩევნების წელი და 

ჩვენც ავიღეთ 4 ყველაზე რეიტინგული პარტიების საარჩევნო პროგრამები (პარტიებს  არ 

ვასახელებთ,   მინიჭებული აქვთ შემთხვევითობის პრინციპით ლათინური ანბანის 

ნიშნები: A, B, C დაD)


პროექტის აქტივობები:








































































Ø  ..პროექტის არსის გაცნობა, ..საინიციატივო ჯგუფის შექმნა და დავალებების განაწილება;

Ø  საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობ :თავიანთი უფლებების დაცვა არჩევნების დროს, როგორც ამომრჩეველ ან კანდიდატ;
                     მოსწავლეები გაეცნობიან :
საქართველოს საარჩევნო კოდექს (კონსტიტუცია მუხ. 49) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცი, მუხლი21; ვინ და როგორ ავირჩიოთ; საარჩევნო პროცესს;

Ø  კვლევის გაკეთება სკოლის მასწავლებლებსა და დამხმარე პერსონალთან: ,,რა სიხშირით დადიან არჩევნებზე და რა კრიტერიუმით აძლევენ ხმებს პოლიტიკურ პარტიებსა თუ კანდიდატებს

Ø  გამოვლენა  საარევნო ყუთისა, რომელშიც ჩაიყრება საარჩევნო ხმები; ნომინაციების დაწესება - პროექტში აქტიური ჩართულობისთვის:



1. ,,საუკეთესო საარჩევნო ყუთის"შექმნისათვის  I ადგილი
2.,,ყველაზე ორგანიზებული,ინფორმირებული ამომრჩეველთა კლასი''(საფეხურების მიხედვით თითო)
3. ყველაზე აქტიური მონაწილე - რამდენიც გამოვლინდება


Ø  სასკოლო დებატების მოწყობა. რეზოლუცია: ,,სავალდებულო უნდა იყოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა“
Ø  საარჩევნო პარტიების A, B, C, D პროგრამების დამუშავება და პრეზენტაციები
აქცენტების გაკეთება პროგრამის ძლიერ და სუსტ მხარეებზე

კანდიდატების  შეხვედრა ამომრჩეველთნ და პროგრამის გაცნობა.
საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება

               

Ø  საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება;
Ø  საარჩევნო ბიულეტინების დამზადება;
Ø  იმიტირებული არჩევნების ჩატარება;
Ø  გაშუქებიმიტირებულ საარჩევნპროცესებს, მოვლენებ,  ბლოგ პოსტისა და            წერილობითი დოკუმენტის (ოქმის) სახით;




No comments: